Loading data...
ვინ არის კოულ ალენი, რომელიც დონალდ ტრამპზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი? - Fox News

„თეთრი სახლის კორესპონდენტების პატივსაცემად გამართული სადილის დროს სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც კოულ ალენი, კომპიუტერული ტექნოლოგიების მეცნიერი, ავტორი სროლის შესახებ შექმნილი პირველი თამაშის, 31 წლის კალიფორნიელი, რომელიც თავად გახდა სავარაუდოდ, მსროლელი“, - წერს Foxs News და დონალდ ტრამპზე თავდასხმაში ბრალდებული მამაკაცის ცხოვრების შესახებ გვიყვება. 

როგორც მედიაში ვრცელდება, ახალგაზრდა მამაკაცი ტორენსიდან დღემდე წარმატებულ და შემდგარ მეცნიერად მიიჩნეოდა, რომელსაც დამოუკიდებელი თამაშების შემქმნელის სტატუსი ჰქონდა. 

მისი წინსვლა მაღალკონკურენტუნარიან კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ჩარიცხვას უკავშირდება. ალენი სასწავლებელში 2013 წლის სექტემბერში ჩაირიცხა და ოთხი წლის შემდეგ, 2017 წელს ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხიც მიიღო.

2014 წლის ზაფხულში ის წერდა, რომ მორიგი კონკურენტუნარიანი ადგილი დაიმკვიდრა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში, სადაც, მისი თქმით, ასტროფიზიკის კვლევაში შეიტანა წვლილი.

სწორედ, 2014 წლის ზაფხულში შექმნა მან ფიზიკაზე დაფუძნებული როლური თამაში სროლის შესახებ, რომელიც რეალისტურ ორგანზომილებიან კოსმოსურ ბრძოლაზეა დაფუძნებული. ალენი, ასევე, ავტორია შეტევითი და თავდაცვითი რობოტული სისტემების. 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ, რასაც მედია გვაწვდის არის ის, რომ კოულ ალენმა 2024 წლის არჩევნების დროს, კამალა ჰარისს 25 დოლარი შესწირა.