1757506170
უცხოეთი
ვილნიუსის მახლობლად მატარებელი აფეთქდა

ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსის მახლობლად თხევადი აირის სადგურზე აფეთქება მოხდა. თხევადი აირით დატვირთულ 8 ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
ვაგონები კონცერნ Orlen Lietuva-ს ეკუთვნის. მათ თხევადი აირი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნიდან გადმოჰქონდათ.
საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press-ის ცნობით, ადგილზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. მთელ ვილნიუსში კვამლი დგას. ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სახლებიდან გამოსვლისგან თავი შეიკავოს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.
ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.