ვიქტორ ორბანი: უნგრეთში ოჯახები დაცული არიან სპეკულაციური გამდიდრებისგან, ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ლობები წყვეტენ
„მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობები წყვეტენ, აქ კი ხალხი“, - აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, „ევროპელებს არ სურთ, მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინა სურთ ევროკავშირში“.
„ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
⚡️ Across Europe energy prices are soaring. In Hungary, families are protected from profiteering. Brussels can’t stand it, because powerful energy lobbies call the shots there. Here, the people do. pic.twitter.com/lMXJ12CDUs
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 30, 2026