1769933107
უცხოეთი
სტივ უიტკოფი: კირილ დმიტრიევთან შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
სტივ უიტკოფმა უკრაინაში ომის დამთავრებისთვის ფლორიდაში გამართულ ამერიკულ-რუსულ მოლაპარაკებებს, პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთი ომის დასრულებისკენ ისწრაფვის.
„უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის ამერიკული ძალისხმევის ფარგლებში ფლორიდაში, რუსეთის სპეციალურ წარგზავნილ, კირილ დმიტრიევთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის“, - აღნიშნა უიტკოფმა.