ვიქტორ ორბანი: უნგრეთში მშვიდობის შენარჩუნება თუ გვსურს, არ შეიძლება ბრიუსელის დინებით ცურვა
უნგრეთში მშვიდობის შენარჩუნება თუ გვსურს, არ შეიძლება ბრიუსელის დინებით ცურვა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რომის პაპთან შეხვედრის წინ განაცხადა. ორბანის განცხადებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესმდივანი ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.
„მსოფლიო ნელ-ნელა ეჩვევა ომებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სამხედრო კონფლიქტები ერთმანეთის მიყოლებით ჩაღდებოდა მთელ მსოფლიოში – კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მეზობელ ქვეყანაში სამი წელია, მძვინვარებს.
ნგრევისა და ომის მსხვერპლის ამბები და კადრები თავს გვატყდება. თავიდან ვძრწუნდებით, შემდეგ დამწუხრებულები ვართ და ბოლოს ვიწყებთ შეგუებას. მაგრამ, როდესაც მსოფლიო ეჩვევა ომებს, ისინი სულ უფრო საშიში ხდება – როგორც ხანძარი მცხუნვარე ზაფხულის დღეს. თუ არაფერს გავაკეთებთ, ადრე თუ გვიან ცეცხლი მიაღწევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახლებს და ჩვენი შვილების მომავალს. თუ გვსურს უნგრეთში მშვიდობის შენარჩუნება, არ შეიძლება ბრიუსელის დინებით ცურვა.
გვინდა, თავი შორს დავიჭიროთ ომის ციებ-ცხელებისგან, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. სწორედ ამიტომ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩვენ ვაყალიბებთ ომის საწინააღმდეგო კოალიციას. დღეს მე უნგრეთის ძალისხმევის შესახებ მოვახსენებ წმინდა მამას, შემდეგ კი იტალიის პრემიერ-მინისტრს“, - აღნიშნავს ორბანმა.
🕊️@PM_ViktorOrban: The world is slowly getting used to wars. Over the past two decades, military conflicts have flared up one after another across the globe — from the Caucasus to the Middle East, and now the Russian–Ukrainian war that has been raging next door for three years.… pic.twitter.com/SmWPT4v8Cs
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) October 27, 2025