ვიქტორ ორბანი: შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს, ამასობაში, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის - ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება

„შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება.
„შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება: მკვლელობისთვის 280-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს, ოჯახები კი შიშში ცხოვრობენ. ეს გულდასაწყვეტია. შვედი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“, - წერს ვიქტორ ორბანი.
⚖️ The Swedish government lectures us about the rule of law. Meanwhile, according to an article by Die Welt, criminal networks are exploiting Swedish children as killers, knowing the system won’t convict. A country once known for order & safety is now collapsing: over 280… pic.twitter.com/eWhqvn20KJ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 15, 2025