Loading data...
ვიქტორ ორბანი: ევროპული საბჭოს სამიტები ომის საბჭოს შეხვედრებადაა ქცეული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტები ომის საბჭოს შეხვედრებადაა ქცეული.

ორბანი ევროკავშირს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს.

ევროპული საბჭოს სხდომები ომის საბჭოს შეხვედრებადაა ქცეული. ჩვენ რამდენიმე სხვა გზას გვთავაზობთ: მშვიდობა, სტაბილურობა და პასუხისმგებლიანი ეკონომიკა. ამასობაში, უკრაინა მომდევნო 10 წლის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს ითხოვს, რაც ევროპას ეკონომიკური დაცემისკენ უბიძგებს. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ევროპელები უარს იტყვიან დანგრევისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ორბანი.