Loading data...
ტრამპი: კიდევ ერთხელ ვეუბნები ირანის ლიდერებს - გირჩევნიათ სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ ვითარებას და კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყნის ხელმძღვანელობა, არ გამოიყენონ ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მისი თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.

„და კიდევ ერთხელ ვეუბნები ირანის ლიდერებს: გირჩევნიათ სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თუმცა, მან დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს აშშ-ის სახმელეთო ჯარების ქვეყანაში შეყვანას.

„თუ ისინი დაიწყებენ ხალხის ხოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერევით. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, თუმცა ნიშნავს მათთვის ძალიან, ძალიან მტკივნეული დარტყმების მიყენებას იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ირანს დიდი პრობლემები აქვს. ხალხი იკავებს გარკვეულ ქალაქებს, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ წარმოუდგენელი ჩანდა“, - დასძინა მან.