Loading data...
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ბლოკში მიღებას 2027 წელს, რათა მას წვდომა ჰქონდეს შვიდწლიან ბიუჯეტზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას 2027 წლისთვის, რათა მას წვდომა ჰქონდეს შვიდწლიან ბიუჯეტზე, რომელიც 2028 წელს ამოქმედდება.

ორბანი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ბოლო სამიტის დროს ლიდერებს გადაეცათ დოკუმენტი, რომელშიც ბრიუსელის გეგმები იყო აღწერილი უკრაინის 2027 წელს მიღების შესახებ.

„მათ სურთ უკრაინის მიღება 2027 წელს. ეს იმიტომ ხდება, რომ სურთ უკრაინისთვის ფულის მიცემა ბიუჯეტიდან, შვიდწლიანი ევროპული ბიუჯეტიდან, რომელიც 2028 წლიდან იწყება. ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ჩვენ, ცენტრალურ ევროპელებს წაგვართმევენ“, - აღნიშნა ორბანმა.

ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ უკრაინა „ვერ დაიცავს ევროპას რუსეთისგან“ და არ გააძლიერებს ევროპას, არამედ „ომში ჩაითრევს“.

„რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ხაზი არა უკრაინა-რუსეთის საზღვარი, არამედ ის ადგილია, სადაც ნატოს საზღვარი მთავრდება“, - განაცხადა მან.