ვიქტორ ორბანი: ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება, უნგრეთი კვლავ მშვიდობის ხმად რჩება ევროპაში
ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება, უნგრეთი კვლავ მშვიდობის ხმად რჩება ევროპაში და არ დაუშვებს, უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული უკრაინის დასაფინანსებლად იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ეს გეგმა ევროპას ომში ჩაითრევდა და უნგრეთს 1000 მილიარდი უნგრული ფორინტის გადახდის ტვირთს დააკისრებდა.
„გრძელი და რთული ღამე გავიარეთ. ჩვენ მოვახერხეთ ომის დაუყოვნებლივი რისკის თავიდან აცილება. ჩვენ არ დავუშვით, ევროპას რუსული აქტივების გამოყენებით, რუსეთისთვის ომის გამოეცხადებინა. ეს გეგმა ევროპას ომში ჩაითრევდა და უნგრეთს 1000 მილიარდი ფორინტის ფინანსურ ტვირთს დააკისრებდა.
ჩვენ შევძელით უნგრული ოჯახების დაცვა ამისგან. ამავდროულად, 24-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა უკრაინისთვის ომის სესხის გამოყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. უკრაინა თუ ვერ შეძლებს სესხის დაფარვას, ამ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ თავის თავზე აიღონ დაფარვა. უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა გადაწყვიტეს, პროცესს არ შეუერთდნენ. ამით ჩვენი შვილები და შვილიშვილები დავიცვით ამ უზარმაზარი 90-მილიარდიანი სესხის ტვირთისგან. სესხში უნგრეთის წილი 400 მილიარდ ფორინტზე მეტი იქნებოდა.
ცუდი ამბავი ის არის, რომ ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება. უნგრეთი კვლავ მშვიდობის ხმად რჩება ევროპაში და არ დაუშვებს, უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული უკრაინის დასაფინანსებლად იყოს გამოყენებული.
მხოლოდ პატრიოტების მთავრობას შეუძლია მშვიდობის გარანტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ უნგრული სახსრები უკრაინაში არ გაიგზავნოს. უნგრეთში ბრიუსელის მთავრობის არსებობის შემთხვევაში, ისინი უნგრეთს ომში ჩაითრევდნენ და უკრაინის მხარდაჭერაზე ბოლო ცენტებს დახარჯავდნენ. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, ეს მოხდეს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
We have endured a long and challenging night.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 19, 2025
We managed to avert the immediate risk of war. We did not allow Europe to issue a declaration of war on Russia by using Russian assets.
This plan would have dragged Europe into war and imposed a financial burden of 1000 billion HUF… pic.twitter.com/Jbs1KI6XvA