ვიქტორ ორბანი: ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესანიშნავი სიახლეა მშვიდობის მოყვარე ხალხისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ორბანის განცხადებით, „ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესანიშნავი სიახლეა მშვიდობის მოყვარე ხალხისთვის მთელ მსოფლიოში“.
„ჩვენ მზად ვართ“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.
The planned meeting between the American and Russian presidents is great news for the peace-loving people of the world. We are ready!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 16, 2025
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.
„პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით ერთმანეთს შეთანხმებულ ადგილას, ბუდაპეშტში“, - აღნიშნა ტრამპმა.