ვიქტორ ორბანი: ახლო აღმოსავლეთში ომი მზარდ რისკებს იწვევს, ხანგრძლივმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მასობრივი მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვიოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება ახალ რისკებს ქმნის.
„ახლო აღმოსავლეთში ომი მზარდ რისკებს იწვევს. ხანგრძლივმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მასობრივი მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვიოს, რომლებიც ირანიდან თურქეთში, ბალკანეთის გავლით ჩვენს საზღვარზე გადმოვა.
ამავდროულად, კატარიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერებულია და ენერგიაზე ფასები იზრდება. ეს არის გამოცდის დრო. უნგრეთი უნდა მოემზადოს და დარწმუნდეს, რომ უსაფრთხოება მდგრადია“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
⚠️ War in the Middle East brings rising risks. A prolonged conflict may trigger new waves of mass migration, flowing from Iran to Turkey, through the Balkans, to our border. At the same time, LNG deliveries from Qatar are halted and energy prices are rising. These are testing… pic.twitter.com/4Iw8jvrG77
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 2, 2026