Loading data...
ვენსი: ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული გაცვლა სურს

უკრაინამ და რუსეთმა ბრძოლის ნაცვლად ერთმანეთთან ვაჭრობა და კულტურული გაცვლა უნდა განახორციელონ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევაზე საუბრისას ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპი „არ არის ადამიანი, რომელსაც ძალადობა ღრმა დონეზე ესმის“. ვენსის თქმით, ტრამპს „სურს სიცოცხლის გადარჩენა“ და ისეთი სამყაროს ნახვა, „სადაც ადამიანები ერთმანეთთან ვაჭრობენ“ და არა ერთმანეთს კლავენ.

„ეს დაახლოებით ასეა: რატომ არ წყვეტთ ერთმანეთის ხოცვას და არ იწყებთ ვაჭრობას? რატომ ხოცავენ ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა? რატომ არ ვაჭრობენ ისინი ერთმანეთთან, რატომ არ მოგზაურობენ ორ ქვეყანას შორის, რატომ არ ერთვებიან რაიმე სახის კულტურულ გაცვლაში?“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.