ვენსი აცხადებს, რომ მისი სიტყვები უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის შესახებ არასწორად გაიგეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გააკრიტიკა The Wall Street Journal-ი უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ მისი სიტყვების დამახინჯების გამო.
მან სოციალურ ქსელ X -ზე დაწერა, რომ ამერიკული ჯარები არ უნდა იყვნენ საფრთხის წინაშე იქ, სადაც აშშ-ის ინტერესები არ არის.
„ამერიკული ჯარები არასდროს უნდა იყვნენ საფრთხის წინაშე იქ, სადაც ეს ამერიკულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს. ეს ომი არის რუსეთსა და უკრაინას შორის. WSJ-ის მიერ ჩემი სიტყვების დამახინჯება აბსურდულია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რადგან ისინი წლების განმავლობაში ითხოვდნენ უნიფორმაში გამოწყობილი მეტი ამერიკელი ვაჟისა და ქალიშვილის გაგზავნას საზღვარგარეთ, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე“, - წერს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 14 თებერვალს გამოცემა The Wall Street Journal-ი ჯეი დი ვენსთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და თავის ჯარებს უკრაინაში გაგზავნის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებაზე უარს იტყვის.
The fact that the WSJ twisted my words in the way they did for this story is absurd, but not surprising considering they have spent years pushing for more American sons and daughters in uniform to be unnecessarily deployed overseas.
— JD Vance (@JDVance) February 14, 2025