ვენესუელის პრეზიდენტი გმობს დონალდ და მელანია ტრამპებზე თავდასხმას
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე თავდასხმა დაგმო. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას. საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით მათ და კორესპონდენტთა ვახშმის ყველა დამსწრეს. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი მათთვის, ვინც მშვიდობის ფასეულობებს იცავს“, - წერს როდრიგესი.
We strongly condemn the attempted attack against President @realDonaldTrump and his wife, Melania Trump. We extend our best wishes to them and to all attendees of the Correspondent’s Dinner. Violence is never an option for those who uphold the values of peace.
— Delcy Rodríguez (@delcyrodriguezv) April 26, 2026