Loading data...
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი: ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის აშშ-ის ძალიან მადლიერი ვარ

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის აშშ-ის „ძალიან მადლიერია“. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მას ჰკითხეს, რა მიიღო მშვიდობის პრემიის მედლის დათმობისა და დონალდ ტრამპისთვის გადაცემის სანაცვლოდ, მაჩადომ უპასუხა, რომ არაფერს „კონკრეტულს“ არ ელოდება, თუმცა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აშშ-სა და სხვა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლოს ქვეყნის აღსადგენად.

„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ მისი ქმედებების გამო 3 იანვარს. შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადუროს დიქტატურის დასამხობად თავისი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, რის გამოც ნობელის მშვიდობის პრემია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადავეცი. მე რაც შეიძლება მალე დავბრუნდები სამშობლოში და ეს დაბრუნება აშშ-ის მთავრობასთან იქნება კოორდინირებული“, – განაცხადა მან.

მაჩადომ, ასევე, აღნიშნა, რომ ვენესუელის ამჟამინდელი დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მჭიდრო კავშირშია მადუროს რეჟიმის კრიმინალურ გარემოსთან.

ცნობისთვის, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ ნობელის პრემია 16 იანვარს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს გადასცა.