Loading data...
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა

ვენესუელის პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 7,5 და 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრების და სხვა სეისმური აქტივობის შედეგად სულ მცირე 164 ადამიანი დაიღუპა.

მისივე თქმით, სულ მცირე 971 ადამიანი დაშავდა.

მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქ კარაკასსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში.

მიწისძვრების ძირითადი ეპიცენტრები კარაკასიდან დასავლეთით საკმაოდ შორს, ქალაქ სან-ფელიპესთან ახლოს იყო, თუმცა უფრო მცირე ბიძგები ძირითად დასახლებულ ცენტრთან გაცილებით ახლოს დაფიქსირდა.