1782760318
უცხოეთი
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა.
როდრიგესის თქმით, მიწისძვრის შედეგად კიდევ 5 034 ადამიანი დაშავდა, 15 866 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
ვენესუელაში გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა ჯანლუკა რამპოლა დელ ტინდარომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 10 000-მდე გაიზარდოს. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 500 შენობა დაზიანდა, რომელთა უმეტესობა ჩამოინგრა.
ცნობისთვის, 24 ივნისს ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.