Loading data...
ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ წარმონაქმნი — მცირე ზომის კვანძი — ბოლო გეგმური შემოწმებისას აღმოაჩინეს. ის „ლოკალიზებულია“ და ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს. 

ვატიკანის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კვანძი ჯანმრთელობის გეგმური შემოწმებისას აღმოაჩინეს. ამასთანავე, პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ პაპის ჰოსპიტალიზაცია 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად იგეგმება. ვატიკანმა ოპერაციის ზუსტი დრო არ დაასახელა. 

ამასთან, ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპის გამოჯანმრთელებას, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.