Loading data...
ვანსი რუსეთთან თანამშრომლობაზე: ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს პოზიციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს რუსეთთან თანამშრომლობას გარკვეულ სფეროებში, რადგან ეს არ ეწინააღმდეგება ამერიკულ პოზიციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უარყო მტკიცება, რომ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს.

„ხალხი ამბობს, რომ პუტინთან ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან თქვენ უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმებით. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო. ჩვენ შევეცდებით, ვიმუშაოთ და ამას წერტილი დავუსვათ, თუმცა შესაძლოა [რუსეთსა და აშშ-ს შორის] თანამშრომლობის გარკვეული სფეროებიც არსებობდეს“, - აღნიშნა ვენსმა.

ოფიციალური პირის თქმით, შესაძლოა, შეერთებული შტატები რუსეთს რიგ საკითხებში არ დაეთანხმოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა შეუძლებელია.

„მისი [აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის] პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ალიანსების მომხრე ვართ. შეიძლება არსებობდეს ქვეყანა, რომელთანაც ინტერესების 90% გვაქვს საერთო, მაგრამ საკითხების 10%-ზე ვერ ვთანხმდებოდეთ. შეიძლება ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით რუსეთს, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე შეგვიძლია შევთანხმდეთ. და მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ფუნდამენტური რეორიენტაციაა“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.