Loading data...
ვალერი ზალუჟნი - მასობრივმა მობილიზაციამ თავისი რესურსი ამოწურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მომავალი ომები მოსახლეობის მასობრივ მობილიზაციას ვეღარ დაეყრდნობა. 

ზალუჟნის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მთავარი დეფიციტი სწორედ ადამიანური რესურსები აღმოჩნდა.

„მათი შევსება გაცილებით რთული და შრომატევადია, ვიდრე იარაღის წარმოება, რადგან ბრძოლის ველზე ადამიანის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია“, - აცხადებს ვალერი ზალუჟნი. 

ინფორმაციისთვის, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წელს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლაში დაადანაშაულა.