„უტვინოებმა ეგრეთ წოდებული ბალტიის ქვეყნებიდან კვლავ ხმამაღლა, რუსოფობიურად ყეფა ატეხეს“ - მედვედევი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრიშის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ნატოს კალინინგრადზე თავდასხმისკენ მოუწოდა.
„უტვინოებმა ეგრეთ წოდებული ბალტიის ქვეყნებიდან ცოტა ხნის წინ კვლავ ხმამაღლა, რუსოფობიურად ყეფა ატეხეს. ესტონეთიდან ვიღაც „ცაჰკნამ“ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მანამ არ უნდა დაიწყოს, ვიდრე „უკრაინა“ ფრონტზე წარმატებას არ მიაღწევს. შემდეგ, ლიეტუველი კლინიკური დეგენერატი, მეტსახელად „ბუდრისი“ გამოვიდა შეთავაზებით, „რუსეთს უჩვენონ“ და კალინინგრადში შეაღწიონ“, - დაწერა მედვედევმა თავის Telegram არხზე.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ძაღლი რაც უფრო პატარაა, მით უფრო ისტერიულია ყეფა.
„როგორც ცნობილია, პატარა ძაღლებს უყვართ დიდებზე ხმამაღლა ყეფა, რთა გააძლიერონ თავიანთი ავტორიტეტი. ეს გასაგებია: მათი ტვინი ძალიან პატარაა“, - წერს მედვედევი.