USAID-ის შენობაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) შტაბ-ბინა განთავსდება
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შტაბ-ბინა დაიხურება და ბიურო იმ შენობაში გადავა, სადაც ადრე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) იყო განთავსებული. აღსანიშნავია, რომ USAID-ი ამჟამად გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ FBI-ს დირექტორი კეშ პატელი X-ზე იტყობინება.
პატელის თქმით, შტაბ-ბინის გადატანა გადასახადის გადამხდელთა ფულს დაზოგავს და FBI-ს მოთხოვნებს უკეთ დააკმაყოფილებს.
„20 წელზე მეტი ხნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ დავასრულეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუდამოდ დაიხურება FBI-ის შტაბ-ბინა ჰუვერის შენობაში და პერსონალი გადაყვანილი იქნება უსაფრთხო, თანამედროვე ობიექტებში“, - დასძინა მან.
ჰუვერის სახელობის შენობა, სადაც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბ-ბინა იყო განთავსებული, 1975 წელს გაიხსნა.
2023 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კონგრესმა მხარი დაუჭირა დაფინანსების გამოყოფას ფედერალური საგამოძიებო ბიურის ახალი შენობის მშენებლობისთვის მერილენდის შტატში. როგორც ჩანს, ეს გეგმა გაუქმდა.
ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამჟამად ლიკვიდაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს პროგრამების ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, ნაწილი კი შეწყდა.
December 26: Shutting down the Hoover Building.
— FBI Director Kash Patel (@FBIDirectorKash) December 26, 2025
After more than 20 years of failed attempts, we finalized a plan to permanently close the FBI’s Hoover headquarters and move the workforce into a safe, modern facility. Working directly with President Trump and Congress, we…