Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ძალადობის ადგილი პოლიტიკაში არასდროსაა

„შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.