Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება, ევროკავშირი თქვენს გვერდითაა

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. გაგიწევთ საგანგებო ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ მომავალი თვეები გადალახოს. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ვარიანტებზე, რათა უზრუნველვყოთ საჭირო მუდმივი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ევროკომისიის გზავნილი მკაფიოა - უკრაინა წინსვლისთვის მზად არის“

„ხვალ ჩვენ მივიღებთ გაფართოების პაკეტს, რომელიც დააფასებს უკრაინის ერთგულებას ევროპული გზის მიმართ გასული წლის განმავლობაში. ევროკომისიის გზავნილი მკაფიოა: უკრაინა მზადაა, წინ წავიდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.