Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას და კლავს ადამიანებს

„კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას“, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს. 

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, 7 სექტემბრის ღამეს განხორციელებული საჰაერო იერიში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

„კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს. ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მკვლელობები უნდა დასრულდეს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ინფორმაციისთვის, 7 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დნეპრში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუგსა და კრივოი-როგში.

დაიღუპა 3 ადამიანი და 11 დაშავდა.