ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციების მე-19 პაკეტზე: ევროკავშირი პირველად აყენებს დარტყმას რუსეთის გაზის სექტორს, მისი საომარი ეკონომიკის გულს

„აგრესორის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ“, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას.
„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი. ჩვენ ვაგრძელებთ აგრესორზე ძლიერ ზეწოლას. პირველად მიზანში ვიღებთ რუსეთის ბუნებრივი აირის სექტორს - მისი სამხედრო ეკონომიკის გულს. ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე უკრაინის ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
EU Member States have approved our 19th package of sanctions against Russia.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 23, 2025
We’re keeping the pressure high on the aggressor.
For the first time we are hitting Russia’s gas sector - the heart of its war economy.
We will not relent until the people of Ukraine have a just and… https://t.co/HQTknzy2uC