Loading data...
Unian: ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი უკრაინის დატოვების მცდელობისას დააკავეს

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო დააკავეს. ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

წყაროს ცნობით, ყოფილი თანამდებობის პირი მატარებლიდან გადმოიყვანეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სასაზღვრო სამსახური მოქმედებდა ანტიკორუფციული სააგენტოების მითითებების საფუძველზე.

წყაროების ცნობით, გალუშჩენკო, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური კორუფციის შესახებ საქმეში ფიგურირებს.

დაკავების სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.