Loading data...
უნგრეთში პოლონური ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 12 ადამიანი, 10 კი დაშავდა

უნგრეთში ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 10 კი დაშავდა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში იტყობინება. 

უნგრეთის პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. 

ავტობუსი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა. პოლიციის ცნობით, ავარიის დროს ავტობუსი ქალაქ ნირეგიჰაზას მიმართულებით მიდიოდა. 

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, ავტობუსში 57 მგზავრი იმყოფებოდა.