Loading data...
უნგრეთში Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

უნგრეთის შეიარაღებული ძალების Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი უნგრეთის ქალაქ სოლნოკთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ინციდენტის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა Facebook-ზე განაცხადა.

ავიაგამანადგურებელი „სამხედრო ტერიტორიაზე“ ჩამოვარდა. პილოტმა უსაფრთხოდ კატაპულტირება მოახერხა და მას პირველადი დახმარება უტარდება.

მადიარის თქმით, ინციდენტის გამოძიება გრძელდება. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თავდაცვის მინისტრი რომულუს რუსინ-სენდი ავიაკატასტროფის ადგილზე მიემგზავრება. მისი თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან, „როგორც ჩანს, პილოტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო ტერიტორიაზე დაშვებულიყო“.