1787569682
უცხოეთი
Ozon-ზე შეტევების გამო პესკოვი უკრაინას საპასუხო დარტყმებს დაჰპირდა
რუსეთში, მარკეტპლეის Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული ძალების საჰაერო შეტევების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინას საპასუხო დარტყმებს დაჰპირდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
„მე პრეზიდენტის სიტყვებს გაგახსენებთ, რომ თქვენ თვითონ გახსენით პანდორის ყუთი და ახლა მიიღეთ პასუხი. კიევში პასუხებს ყოველ დღე და ღამე გრძნობენ და ამას მომავალშიც იგრძნობენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
კრემლში ასევე განაცხადეს, რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა დახმარების აღმოჩენაზე იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საჰაერო იერიშების გამო დაზარალდნენ.