Loading data...
უნგრეთში ახალი პარლამენტი 9 მაისს დაკომპლექტდება - პეტერ მადიარს პრემიერ-მინისტრად იმავე დღეს აირჩევენ

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი პარლამენტში შესული პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღზე შეთანხმდა.

კონსულტაციებს ესწრებოდნენ „ტისას“, „ფიდესის“, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიისა“ და „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა და პარტიას  მისი ადმინისტრაციის უფროსი გერგელი გულიაში წარმოადგენდა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ასამბლეის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება და პრემიერ-მინისტრს იმავე დღეს აირჩევენ. უნგრეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა პრეზიდენტის მოვალეობაა.

კონსულტაციების დროს წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში ვიცე-პრეზიდენტის უფრო მეტ თანამდებობას მიიღებს, ვიდრე აქამდე - თითო თითოეული პარტიიდან.