1788360572
უცხოეთი
უნგრეთმა ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი ისევ შეაფერხა
„უნგრეთი ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს ისევ აფერხებს. ბუდაპეშტმა ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე უარი თქვა“, - ამის შესახებ Ukrainska Pravda იუწყება.
როგორც ჟურნალისტები წერენ, უნგრეთმა გადაწყვეტილება კიევის მიერ ეთნიკური უნგრელების უფლებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შეუსრულებლობით ახსნა.