1788354382
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6205 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6250 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0314 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0424 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0543 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 სექტემბერს შევა ძალაში.