უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერი: მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულ უკრაინის შვიდივე მოქალაქეს უნგრეთიდან გააძევებენ
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულ უკრაინის შვიდივე მოქალაქეს უნგრეთიდან გააძევებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა ზოლტან კოვაჩიმ განაცხადა.
„უნგრეთის ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა დაადგინა უკრაინის იმ შვიდი მოქალაქის წარსული, რომლებიც უნგრეთის გავლით დიდი რაოდენობით ნაღდი ფულისა და ოქროს გადაზიდვასთან დაკავშირებით დააკავეს.
ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი გენერალი ხელმძღვანელობდა, ხოლო მის მოადგილედ უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი მოქმედებდა და მას სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ეხმარებოდნენ. ამ დასკვნების საფუძველზე, შვიდივე პირი უნგრეთიდან გაძევებული იქნება“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერი
🇭🇺 Hungary’s National Tax and Customs Administration identified the backgrounds of seven Ukrainian nationals detained in connection with large cash and gold shipments transported through Hungary.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) March 6, 2026
🕵️ Authorities found the operation was supervised by a former general of the…