Loading data...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერებას განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი განიხილავს უკრაინაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერებას, თუ კიევი „დრუჟბას“ ნავთობსადენის ფუნქციონირებას არ განაახლებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას შეწყვეტს, სანამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის ფუნქციონირება არ აღდგება.

ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი სხვა ზომებსაც განიხილავს, თუ უკრაინელები „მილსადენის დახურვას“ გააგრძელებენ.

„თუ უკრაინის მთავრობა არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და ცრუ არგუმენტებზე დაყრდნობით გააგრძელებს „დრუჟბას“ მილსადენის შეჩერებას, დამატებითი საპასუხო ზომები მიიღება“, - განაცხადა გულიაშმა.

მისი თქმით, უნგრეთი ამ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთთან კოორდინაციით იმოქმედებს.