1771420722
უცხოეთი
უნგრეთი ნავთობსადენ „დრუჟბას“ ამოქმედებამდე უკრაინისთვის დიზელის მიწოდებას აჩერებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას შეწყვეტს, სანამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის ფუნქციონირება არ აღდგება. ამის შესახებ Index-ი იტყობინება.
სიიარტოს თქმით, ნავთობის გადაზიდვა ამ დრომდე არ განახლებულა „უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო“.
„ჩვენ ვწყვეტთ დიზელის საწვავის მიწოდებას უკრაინაში და ეს არ განახლდება, ვიდრე ნავთობი ისევ არ დაიწყებს შემოსვლას „დრუჟბას“ ნავთობსადენით“, - აღნიშნა სიიარტომ.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთს ამჟამად აქვს ნავთობის სტრატეგიული მარაგები, რომლებიც 96 დღეზეა გათვლილი, ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.