1786456361
უცხოეთი
უნგრეთის პარლამენტმა ანდრას ბაკა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩია
უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ 73 წლის იურისტი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრას ბაკა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩია. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.
ბაკას უნგრეთის პრეზიდენტად დანიშვნას პარლამენტის 140-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ექვსმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ყოფილმა მმართველმა კოალიციამ, Fidesz-KDNP-მ, ადრე განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
1991 წლიდან 2008 წლამდე ანდრას ბაკა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. 2009-2011 წლებში იგი უნგრეთის უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა.