Loading data...
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.

„ირანთან დაკავშირებული ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპაში, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაცოები და ქსელები გააქტიურდნენ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს უნგრეთის უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სიფრთხილის ზომები. ჩვენ დავიცავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის უსაფრთხოებას!“ - წერს ორბანი.