„უნდა შეწყვიტოს შოლცის კრიტიკა, რადგან ეს უსამართლოდ მიმაჩნია“ - ნატოს გენერალური მდივანი ზელენსკიზე
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის მიმართ გაუმართლებლად მიიჩნევს, - ამის შესახებ n-tv.de-ს ცნობით, რუტემ სააგენტო dpa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ხშირად ვეუბნებოდი ზელენსკის, რომ მან უნდა შეწყვიტოს ოლაფ შოლცის კრიტიკა, რადგან ეს უსამართლოდ მიმაჩნია“, - აღნიშნა მან.
ამასთან, რუტემ განაცხადა, რომ ის, შოლცისგან განსხვავებით, უკრაინას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის და არ დააწესებს შეზღუდვებს მათ გამოყენებაზე.
„ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის“, - განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, თუ რა უნდა გადასცენ მოკავშირეებმა უკრაინას.
მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია გერმანიამ გააცნობიეროს, რომ უკრაინაში სასწორზე დგას მისი საკუთარი ღირებულებები და კოლექტიური უსაფრთხოება.
„უკრაინა რომ წაეგო, ჩვენ უფრო მეტის დახარჯვა მოგვიწევდა თავდაცვაზე რუსეთის საფრთხის დასაძლევად“, - დასძინა მან.
ზელენსკიმ ადრე გააკრიტიკა შოლცი, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის გამო. მან, ასევე, არაერთხელ გააკრიტიკა საჯაროდ კანცლერი „ტაურუსის“ საკრუიზო რაკეტების მიწოდებაზე უარის გამო.