Loading data...
უმეროვის განცხადებით, აშშ-ში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის დროს მხარეებმა შემდგომი ნაბიჯები შეათანხმეს

19 დეკემბერს უკრაინამ შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებები გამართა თავის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა Telegram-ზე დაწერა, რომ მხარეები შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. უკრაინის პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია შეხვედრის შედეგების შესახებ. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებზე და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე“, - წერს უმეროვი.