უმეროვი: მოუთმენლად ველით უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებას ნოემბერში, რაც შეიძლება მალე, საბოლოო ნაბიჯების დასასრულებლად და პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმების მისაღწევად
უკრაინას სურს, „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად ნოემბერში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მოაწყოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა Facebook-ზე განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართულ პროდუქტიულ და კონსტრუქციულ შეხვედრებს, ასევე პრეზიდენტ ტრამპის ურყევ ძალისხმევას ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა უმეროვმა.
მისი თქმით, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირითად პირობებთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
ამავდროულად, როგორც უმეროვმა აღნიშნა, უკრაინა შემდგომ ნაბიჯებში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას იმედოვნებს.
„ჩვენ მოუთმენლად ველით უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებას ნოემბერში, რაც შეიძლება მალე, საბოლოო ნაბიჯების დასასრულებლად და პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნა უმეროვმა.