უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟის და ულიანოვსკის ოლქებზე დრონებით იერიში განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში ულიანოვსკის ოლქის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი რუსსიხმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
უკრაინის ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ იერიში დასახლება ნოვოსპასკში თხევადი აირის ბაზაზე განხორციელდა.
ვორონეჟის ოლქზე დრონებით იერიშის შედეგად არიან დაშავებულები. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე გუსევის თქმით, რეგიონის თავზე 36 უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოგდებული. ვორონეჟის შემოგარენში დრონის საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ხანძარს 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო მისი მშობლები დაშავდნენ.
დრონებით იერიში ტულაზეც განხორციელდა, ერთ-ერთი კორპუსის აივანზე დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ამ რეგიონში 5 უპილოტო საფრენი აპარატი იყო განადგურებული.
საჰაერო იერიშის შედეგად ყირიმში ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე 4 ადამიანი დაშავდა.