უკრაინულმა ძალებმა სარატოვის ნავთობის ქარხანაზე და Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიშები განახორციელეს
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიშები განახორციელეს სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე და კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტელეგრამ-არხების ცნობით, სარატოვის ნავთობის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე იერიშის შედეგად სარატოვში მდებარე მარკეტპლეისის, OZON-ის ლოგისტიკური ცენტრი დაზიანდა. „მარკეტპლეისიდან ოპერატიულად მოხდა თანამშრომელთა ევაკუაცია. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე ხანძარი გაჩნდა“, - იუწყება მარკეტპლეისის პრესსამსახური.
შეტევები ასევე ვოლგოგრადზე განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, დაშავდა ორი ადამიანი. ასევე დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ტულის ოლქში დრონებით იერიშის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
ასევე დაღუპულია ორი ადამიანი ტულის ოლქში, დაჭრილია სამი ადამიანი. ტულის ოლქის გუბერნატორის, დიმიტრი მილიაევის თქმით, რეგიონში 26 უკრაინული დრონი იყო განადგურებული.