1749288838
უცხოეთი
უკრაინულმა ძალებმა რუსული „სუ-35“ ჩამოაგდეს

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელი, „სუ-35“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
თვითმფრინავი კურსკის ოლქში იყო განადგურებული, ბოლოს უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი მაისის დასაწყისში, შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს. მაშინ უკრაინულმა საზღვაო დრონმა რაკეტით რუსული „სუ-30“ გაანადგურა.
ასევე, უკრაინული ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქში დასახლებები კონდრატოვკა და ალექსეევკა აიღეს და ქალაქ სუმს 20 კმ-ით არიან დაშორებულები.