Loading data...
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში სამხედრო და საჰაერო ხომალდების ქარხანას დრონებით შეუტიეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა რეგიონზე დრონებით იერიშის შესახებ განაცხადა. 

აფეთქებების ხმა ქალაქ ტაგანროგშიც ისმოდა.

ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინულმა დრონებმა ქალაქ ტაგანროგში სამხედრო და საჰაერო ხომალდების სარემონტო ქარხანას შეუტიეს. 

„ტაგანროგზე საჰაერო თავდასხმას იგერიებენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. ადგილზე შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, დაიცვათ საგანგებო სამსახურების ინსტრუქციები და არ გახვიდეთ გარეთ და არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს“, - განაცხადა როსტოვის ოლქის გუბერნატორი იური სლიუსარმა.

მოგვიანებით კი სლიუსარმა დასძინა, რომ ტაგანროგსა და კრასნოსულინსკის რაიონში, სავარაუდოდ, შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.