Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი აშშ-ის მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოგზაურობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით, სომხეთისა და თურქეთის გავლით უნდა დატოვონ, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანში საპროტესტო აქციების ესკალაციამ შესაძლოა, ძალადობრივი ფორმა მიიღოს.

მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდა შვედეთმაც, საფრანგეთმა კი საელჩოს პერსონალის ნაწილი გაიწვია.