უკრაინულმა ძალებმა ნოვოროსიისკის ნავთობის ტერმინალზე და ტუაფსეს ნავთობის ქარხანაზე საჰაერო იერიშები განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკში მდებარე „შესხარისის“ ნავთობის ტერმინალზე და ტუაფსეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ნოვოროსიისკში განადგურებული იყო ნავთობის სტენდერები, რითაც ტანკერებში ნავთობის ჩატვირთვა ხდება. ასევე განადგურებულია საზენიტო კომპლექსი S-400.
უკრაინული წყაროების ცნობით, ასევე იერიში განხორციელდა ტაგანროგში მდებარე უპილოტო აპარატების ქარხანაზე და ავიამშენებელ საწარმოზე. სავარაუდოდ, დაზიანებულია საწარმოს ტერიტორიაზე მყოფი A60-ის ტიპის ექსპერიმენტული თვითმფრინავი.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინული ძალების საჰაერო იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვოროსიისკში კი 4 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული.