Loading data...
უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430 დრონი გაუშვეს

მოსკოვის ოლქის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 430 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

სობიანინის თქმით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა დრონების უდიდესი ნაწილი გაანადგურეს. 36 უპილოტო აპარატი უშუალოდ მოსკოვთან ჩამოაგდეს.

მოსკოვის ოთხივე აეროპორტში (შერემეტიევო, დომოდედოვო, ვნუკოვო და ჟუკოვსკი), რეისები იყო გაუქმებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის თავზე 452 უკრაინული დრონი იყო განადგურებული.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე შუვაევმა დაწერა, რომ უკრაინის ძალებმა რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. მისი თქმით, ჭურვების უდიდესი ნაწილი განადგურებული იყო, მაგრამ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გუბერნატორის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, ბელგოროდში, რამდენიმე ადგილას შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.