Loading data...
უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადში ორი რუსული „სუ-34“ გაანადგურეს

უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკას სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს. შეტევის შედეგად ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, „სუ-34“ იყო განადგურებული. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურმა და შეიარაღებული ძალების სპეციალურმა ქვედანაყოფებმა ჩაატარეს. განადგურებული „სუ-34“-ის გარდა კიდევ ორი სერიოზულად დაზიანდა.

სწორედ ამ მრავალფუნქციური ბომბდამშენებით რუსეთი მართვად ავიაბომბებს უშვებს უკრაინის ტერიტორიაზე.